Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IAEA: ირანის გამდიდრებული ურანის რაოდენობა დიდად აღემატება შეთანხმებით ნებადართულს


ირანის ურანის გასამდიდრებელი ობიექტი ნათანზში.

ატომური ენერგეტიკის სფეროში გაეროს სამეთვალყურეო ორგანოს შეფასებით, ირანში გამდიდრებული ურანის მარაგმა 18-ზე მეტჯერ გადააჭარბა იმ ლიმიტს, რომელიც დადგენილია 2015 წლის შეთანხმებით ირანსა და მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ანგარიშში, რომელიც 30 მაისს გამოქვეყნდა, ნათქვამია ასევე, რომ ირანი განაგრძობს ურანის გამდიდრებას შეთანხმებით ნებადართულ 3,67%-ზე უფრო მაღალ დონეზე.

60%-ით გამდიდრებული ურანის მარაგი 43,1 კგ- შეადგენს, რაც თითქმის 10 კგ-ით მეტია, ვიდრე ეს მარტის ანგარიშში იყო ნახსენები. ეს მეტია იმაზე, რასაც IAEA უწოდებსმნიშვნელოვან რაოდენობას“, რაც განისაზღვრება როგორცბირთვული მასალის დაახლოებითი რაოდენობა, რომლის შემთხვევაშიც არ შეიძლება გამოირიცხოს ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება“.

ბირთვულ იარაღში გამოსაყენებლად საჭიროა დაახლოებით 90%-ით გამდიდრებული ურანი.

დასავლეთის ძალები ამბობენ, რომ ირანი უახლოვდება იმ მდგომარეობას, როცა მას სწრაფად შეეძლება ბირთვული ბომბის დამზადება, თუკი ის ამას მოინდომებს. თუმცა ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა.

IAEA-ის უკანასკნელი ანგარიში გამოქვეყნდა მაშინ, როცა ჩიხშია მოქცეული ირანსა და მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის მოლაპარაკებები 2015 წლის შეთანხმების განახლების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG