Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსაჯულებმა ემბერ ჰერდი დამნაშავედ ცნეს ჯონი დეპის წინააღმდეგ ცილისწამებაში


ემბერ ჰერდი
ემბერ ჰერდი

1 ივნისს ვირჯინიაში გამართულ სასამართლო პროცესზე ნაფიცმა მსაჯულებმა მსახიობი ემბერ ჰერდი ერთხმად ცნეს დამნაშავედ თავისი ყოფილი ქმრის, მსახიობ ჯონი დეპის რეპუტაციის შებღალვაში. ცილისწამების შესახებ საქმე 11 აპრილიდან განიხილებოდა და მან ამერიკის საზოგადოებაში ოჯახური ძალადობის შესახებ დისკუსიების ახალი ტალღა წარმოშვა.

ჰერდი დამნაშავედ ცნეს ბრალდების ყველა პუნქტში. მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ქმრის შესახებ მისი განცხადებები ყალბი იყო. ვერდიქტის გამოცხადებას გამოცემა NowThis გადასცემდა.

მსახიობმა ქალმა ყოფილ ქმარს კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს 10,35 მილიონი აშშ დოლარი. თავის მხრივ, ჰერდს 2 მილიონის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს დეპმა სხვა პროცესში. მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ დეპი ცილს სწამებდა მეუღლეს თავისი ადვოკატის მეშვეობით. მათ ჰერდის სამი საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილეს.

58 წლის დეპმა 36 წლის ჰერდის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი სტატიის გამო, რომელიც ჰერდის სახელით გამოქვეყნდა The Washington Post-ში 2018 წლის დეკემბერში. ტექსტის მიხედვით, დეპი შესაძლოა ოჯახურ ძალადობას ეწეოდა ჰერდზე. ის სახელით არ იყო ნახსენები, მაგრამ დეპი აცხადებს, რომ სტატიამ ფაქტობრივად დაანგრია მისი რეპუტაცია და კარიერა. ის ყოფილი მეუღლისგან 50 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა.

მსახიობმა ქალმა საპასუხო სარჩელი შეიტანა. ის ამტკიცებდა, რომ ქორწინების პერიოდში „ფიზიკური ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის“ მსხვერპლი იყო. მანამდე დეპმა ლონდონში უკვე წააგო სასამართლო გაზეთ The Sun-ის წინააღმდეგ, რომელმაც მას უწოდაადამიანი, რომელიც ცოლს სცემდა“. თავად დეპი აცხადებს, რომ ქალებისთვის არასოდეს დაუკარებია ხელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG