Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW უცხოეთის მთავრობებს მოუწოდებს, დააყენონ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ირანში 1988 წლის მასობრივ მკვლელობებზე


ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩის" (HRW) განცხადებით, დიდძალი მტკიცებულება მოწმობს, რომ ირანის ხელისუფლების მიერ 1988 წელს ათასობით პოლიტპატიმრის მასობრივი სიკვდილით დასჯა უტოლდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს.

უფლებადამცველი ჯგუფი 8 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ ირანის ხელისუფლებამ, რომელიც მაშინდელი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხომეინის ბრძანებებს ასრულებდა, სასამართლოს მიღმა სიკვდილით დასაჯა ათასობით პოლიტიკური პატიმარი, თუმცა "ირანში ჩადენილი ამ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა". ქვეყნის შიგნით უმოქმედობის გათვალისწინებით, HRW ამბობს, რომ ამ საქმეს უცხოეთის სასამართლოებმა უნდა მოჰკიდონ ხელი და პასუხი აგებინონ მკვლელობებთან კავშირის მქონე ირანის ოფიციალურ პირებს - ისე, როგორც ამას აკეთებს შვედეთი, სადაც 1988 წლის მკვლელობების გამო ასამართლებენ ირანის ყოფილ ოფიციალურ პირს, ჰამიდ ნურის.

"1988 წლის მასობრივი სიკვდილით დასჯის მსხვერპლთა ოჯახები ათწლეულების განმავლობაში დაუღალავად ესწრაფოდნენ სიმართლის დადგენას თავიანთი საყვარელი ადამიანებისთვის, წარმატების გარეშე", - ამბობს ტარა სეფერი ფარი, ირანის საკითხების წამყვანი მკვლევარი "ჰიუმან რაიტს უოჩში".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG