Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსებს მშვიდობიანი მომავალი უსურვა რეპრესიების გარეშე


ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 12 ივნისს, რუსეთის დღეს, რუსებს მშვიდობიანი და ღია მომავალი უსურვა.

"1990 წლის 12 ივნისი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო რუსეთის ხალხის მისწრაფებების რეალიზაციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ და ბარიერების განადგურებისთვის, რომლებიც მათ ყოფს დანარჩენი მსოფლიოსგან. რუსეთის მოქალაქეები, ისევე როგორც ხალხი მთელ მსოფლიოში, იმსახურებენ რეპრესიების გარეშე ცხოვრებას და იმას, რომ ისარგებლონ ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტური თავისუფლებებით შურისძიების შიშის გარეშე", - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ თანამედროვე რუსულ რეალობაში კრემლმა გააძლიერა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. "რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე გისოსებს მიღმა იმყოფება "დანაშაულისთვის", უთხრან სიმართლე ხელისუფლებას ", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ომმა რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში დატოვა და რუსეთის მოქალაქეებს მეზობლებთან ჰარმონიაში უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას ართმევს, მიიჩნევს სახელმწიფო მდივანი, რომელმაც რუსეთის იზოლაციას კრემლის გადაწყვეტილებების შედეგი უწოდა. ბლინკენმა აღიარა, რომ რუსეთის ხალხი კვლავ ისწრაფვის თავისუფლებისა და ღირსეული ცხოვრებისკენ – ხშირად დიდი პირადი რისკით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG