Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია IKEA მთლიანად ტოვებს რუსეთს


შვედური კომპანია IKEA რუსეთში თავიდან იშორებს ყველა საწარმოო აქტივს და აპირებს გაყიდოს ავეჯისა და სახლისთვის განკუთვნილი ნივთების დამამზადებელი თავისი ოთხი ფაბრიკა. კომპანიამ უკვე დაიწყო საწარმოსთვის ახალი მფლობელების ძებნა. ამის შესახებ RBC იტყობინება IKEA- პრესსამსახურზე დაყრდნობით.

თანამშრომლებს (დაახლოებით 20 ათას ადამიანს) ონლაინთათბირზე შესთავაზეს გათავისუფლება ორმხრივი შეთანხმებით და რამდენიმე თვის ხელფასის ანაზღაურებით. ამის შესახებ Telegram-ის არხი Baza იუწყება.

3 მარტს IKEA- რუსეთსა და ბელარუსში მუშაობა შეაჩერა უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის გამო. ქსელის მაღაზიები დაიხურა. ამასთან, კომპანია განაგრძობდა თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას.

მანამდე რუსეთის ბაზრიდან წასვლის შესახებ განაცხადეს სასტუმროების ქსელმა Marriott-მა, სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა McDonald's-მა, ბრენდებმა Chanel-მა, Nike-, Marks & Spencer-მა და ასობით სხვა საერთაშორისო კომპანიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG