უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ დღეს, 16 ივნისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დაღუპულია 318 ბავშვი. დაჭრილია 580-ზე მეტი.
პროკურორის ოფისის თანახმად, ბავშვებში ყველაზე დიდი მსხვერპლია დონეცკის ოლქში, სადაც დაიღუპა ან დაიჭრა 297 ბავშვი.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განმარტებით, მის მიერ დადასტურებული ფაქტები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულია.
საგამოძიებო უწყების მონაცემებით, უკრაინის ქალაქების და სოფლების დაბომბვის და დაცხრილვის შედეგად დაზიანებულია 1800-მდე სასწავლო დაწესებულება და მთლიანად დანგრეულია - 208.
დაწერეთ კომენტარი