Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარენ დონფრიდი უკრაინის ომის დროს სალომე ზურაბიშვილის სიმამაცეზე საუბრობს


კარენ დონფრიდი ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში
კარენ დონფრიდი ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში

თბილისში მიმდინარე ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკრაინელების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და მის სიმამაცეზე ისაუბრა.

"თქვენ მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ქალებს თავს გვიყრით აქ და ეს არის განსაკუთრებული. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვაჩვენეთ შეუვალი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რომელთა წინაშე ყოველგვარი მიზეზის გარეშე ომი წამოიწყო მტერმა. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თქვენ ლიდერობას და სიმამაცეს", - განაცხადა კარენ დონფრიდმა.

კონფერენციაზე მან საქართველოს მთავრობასა და ხალხს უკრაინელი ლტოლვილების მიღების, ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერის ჩვენებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, ისინი გააგრძელებენ საქართველოში იმ ქალების მხარდაჭერას, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები არიან.

რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობისა და შემდგომ ომის ფონზე სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა, რის გამოც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას 16 თებერვალს მადლობაც გადაუხადა.

უკრაინის მიმართ მხარდაჭერის სისუსტეზე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობასაც აკრიტიკებდა. იგი მიიჩნევდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მოეწვიათ.

ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველოს ევროპის გზის გახსნა უკრაინამ დაუჩქარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG