Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გოლდენ სტეიტი“ მეშვიდედ გახდა NBA-ის ჩემპიონი


ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2021-2022 წლების სეზონი „გოლდენ სტეიტის“ ტრიუმფით დაგვირგვინდა. ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) კი სტეფ კარი დასახელდა. სერიის მეექვსე მატჩში „გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ მოედანზე ცამეტქულიანი უპირატესობით - 103:90 დაამარცხა „ბოსტონი“ და საერთო ანგარიშით - 4:2 აჯობა.

გადამწყვეტ შეხვედრაში კარიმ 34 ქულა და 7-7 მოხსნა და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სერიის ექვსი მატჩის საშუალო მაჩვენებლით კი მას 31,2 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დაუგროვდა.

„გოლდენ სტეიტი“ მეშვიდედ გახდა NBA-ის ჩემპიონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG