Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი: ბაქრაძე „ევროპელებს ემუდარებოდა", საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წარდგენისას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე „ევროპელებს ემუდარებოდა", რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი არ მიეცათ.

ამის შესახებ პრემიერმა 22 ივნისს, პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი, რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, პირადად დადიოდა და ევროპელებს ემუდარებოდა, რამენაირად, ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში, უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი. კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ყოველგვარ უმსგავსობას ჩვენი ევროპელი მეგობრები მისგან იღებდნენ, ათას ბრალდებას და ცილისწამებას. აი, ეს ხართ თქვენ. ეს არის მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა“.

ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას ოპოზიცია მაგიდებზე ხელების ბრახუნით გამოეხმაურა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა თქვა: „ყველა სამკურნალოა, სასწაულია“.

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში მოისმინეს, განსაკუთრებული ხმაურის ფონზე წარიმართა.

XS
SM
MD
LG