Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ნატოს მეტი მძიმე შეიარაღება და ფინანსები მოსთხოვა რუსეთთან გასამკლავებლად


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს ლიდერებს მიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს ლიდერებს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს ლიდერებს უთხრა, რომ უკრაინას მეტი სრულყოფილი მძიმე შეიარაღება და ფინანსური დახმარება ესაჭიროება რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად. მისი თქმით, მოსკოვს შორს მიმავალი ამბიციები ამოძრავებს და ის უკრაინაზე არ შეჩერდება.

„უნდა გავტეხოთ რუსეთის არტილერიის უპირატესობა... ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი თანამედროვე სისტემა, თანამედროვე არტილერია“, - თქვა ზელენსკიმ 29 ივნისს ნატოს მადრიდის სამიტზე ვიდეოჩართვისას და დასძინა, რომ „ფინანსური მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იარაღით დახმარება“.

„ამ ომს რუსეთი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ აწარმოებს. ესაა ომი ევროპაში პირობების კარნახის უფლებისთვის - თუ როგორი იქნება მომავლის მსოფლიო წესრიგი“, - თქვა ზელენსკიმ. მან ნატოს წევრებს ასევე მოსთხოვა მეტი ფინანსური დახმარება და თქვა, რომ უკრაინას თვეში 5 მილიარდი დოლარი სჭირდება შეიარაღებული ძალებისთვის და რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.

ზელენსკიმ ასევე რიტორიკულად იკითხა, რატომ არ გახდა კიევთან ნატოს კავშირები უფრო მჭიდროო: „ნუთუ ევროპისა და მთელი ცივილიზაციის დაცვაში ჩვენი წვლილი არასაკმარისი იყო? მეტი რა არის საჭირო?“.

უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, მეტი სანქცია დაუწესონ რუსეთს, რაც მას ხელს შეუშლის ომის დასაფინანსებელი ფულის მოპოვებაში.

XS
SM
MD
LG