Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული სასამართლო რუსეთისგან მოითხოვს, რომ არ დასაჯონ სიკვდილით უკრაინაში დატყვევებული ბრიტანელი მოხალისეები


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა დროებითი ზომები, რომლებიც ავალდებულებს რუსეთს, რომ არ მოიყვანოს სისრულეში სასიკვდილო განაჩენი ორი ბრიტანელის მიმართ, რომლებიც ტყვედ ჩაბარდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში.

ბრიტანეთის მოქალაქეებს, ეიდენ ელსინსა და შონ პინერს, ასევე მაროკოს მოქალაქე საადუნ ბრაჰიმს 9 ივნისს სიკვდილი მიუსაჯა ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" უზენაესმა სასამართლომ იმისთვის, რომ "დაქირავებულ მებრძოლებად" იმყოფებოდნენ უკრაინაში და მონაწილეობას იღებდნენ საომარ მოქმედებებში.

"ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, დაევალოს რუსეთის მთავრობას, რათა არ მოვიდეს სისრულეში სასიკვდილო განაჩენი, რომელიც მოსარჩელეების მიმართ გამოიტანეს", - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 30 ივნისის გადაწყვეტილებაში.

ეიდენ ელსინი და შონ პინერი უკრაინაში ცხოვრობდნენ მანამდე, ვიდრე 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხმოდა უკრაინას. დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, უკრაინამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმეს სეპარატისტული დონეცკის სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG