ბოლო ერთ წელში ფასები 12,8 პროცენტით გაიზარდა - 2022 წლის ივნისის გასული წლის იმავე პერიოდთან დადარებული მონაცემების შესახებ ინფორმაციას, საქსტატი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით, ფასები მხოლოდ 0,2 პროცენტით არის გაზრდილი.
ბოლო ერთი წლის მანძილზე ფასები გაიზარდა:
- სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე - 21,8 პროცენტით;
- ტრანსპორტზე - 19,4 პროცენტით;
- საცხოვრებელზე, წყალზე, ელ.ენერგიაზე, აირზე - 13 პროცენტით.
2022 წლის მაისში წლიური ინფლაცია 13,3 პროცენტი იყო. წლიურად 10 პროცენტიანი ინფლაციის ნიშნულს, საქართველო 2021 წლის ივლისის შემდეგ გადასცდა.
დაწერეთ კომენტარი