Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანოს კონფერენციაში ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას


მზადება ლუგანოს კონფერენციისთვის, 3 ივლისი, 2022 წელი
მზადება ლუგანოს კონფერენციისთვის, 3 ივლისი, 2022 წელი

4 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში თავს მოიყრიან ათობით ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები და იმსჯელებენ უკრაინის რეკონსტრუქციის სამომავლო გზებზე - იმ ფონზე, როცა უკრაინაში რუსეთი ომს განაგრძობს.

მოელიან, რომ ლუგანოს ორდღიანი კონფერენციის მონაწილეებს შორის იქნებიან უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურზულა ფონ დერ ლაიენი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ღონისძიებაში ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას, გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მხოლოდ იმ ადგილებშიც კი, რომლებიც უკრაინის ძალებმა გაათავისუფლეს, ჩასატარებელი სამუშაო "ნამდვილად კოლოსალური" იქნება.

"აუცილებელია არა მხოლოდ იმ ყველაფრის აღდგენა, რაც ოკუპანტებმა გაანადგურეს, არამედ ჩვენი ცხოვრებისთვის ახალი ფუნდამენტის შექმნა - უსაფრთხოსი, თანამედროვესი, კომფორტულის, ხელმისაწვდომის", - თქვა ზელენსკიმ 3 ივლისს.

უკრაინის დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას ასობით მილიარდი ევრო დაჭირდება. კონფერენციაზე მიიღებენ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ლუგანოს დეკლარაციის სახელით გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG