Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სრებრენიცის გენოციდის 27-ე წლისთავზე დაკრძალეს 50 ახლახან ამოცნობილი მსხვერპლი


ბოსნია-ჰერცეგოვინაში აღინიშნება სრებრენიცის გენოციდის 27-ე წლისთავი. 11 ივლისი, 2022 წ.
ბოსნია-ჰერცეგოვინაში აღინიშნება სრებრენიცის გენოციდის 27-ე წლისთავი. 11 ივლისი, 2022 წ.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში აღინიშნება სრებრენიცის გენოციდის 27-ე წლისთავი, რის ფონზეც დაკრძალეს 50 ახლახან ამოცნობილი მსხვერპლი. ამ დღეს იხსენებენ ათასობით ბოსნიელის დახოცვას ბოსნიელი სერბების მიერ, ბოსნიის ომის დროს.

3000-ე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში სათაურით "მშვიდობის მსვლელობა - 2022", რომელიც მოიცავდა 110-კილომეტრიან სამდღიან მსვლელობას პოტოკარის მემორიალური სასაფლაოსკენ, ცერემონიის წინ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს დღე მოკრძალებულად აღინიშნებოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო.

მსვლელობის მონაწილეებმა გადაჭრეს გზა, რომელიც სრებრენიცის მცხოვრებმა მოქალაქეებმა გაიარეს 1995 წელს, მას მერე, რაც ქალაქი ბოსნიელ სერბთა ძალებს დანებდა. მოელოდნენ, რომ ათასობით ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას ცერემონიაში, რომელსაც სერბთა და მათ ლიდერთა უმეტესობა არ აღიარებს ამ, ეთნიკურად დაყოფილ ქვეყანაში. თუმცა ბელგრადში გარკვეული ჯგუფები ამბობდნენ, რომ მოაწყობდნენ თავშეყრას, რომლის მიზანიც იქნებოდა 11 ივლისის "ხსოვნის დღედ" გამოცხადება.

საკუთრივ სრებრენიცაში გენოციდის დღის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა და ქალაქის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჰამდიჯა ფეიზიჩმა თქვა, რომ მას გაუმართლა, რადგან გენოციდს გადაურჩა. მან ტრაგედიას უწოდა "კაცობრიობის მარცხი".

XS
SM
MD
LG