Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: უკრაინასთან ომში ბელარუსის უშუალო ჩართვის ალბათობა ისევ დაბალია


ფოტო არქივიდან: უკრაინა-ბელარუსის საზღვარი დაბა ვილჩასთან
ფოტო არქივიდან: უკრაინა-ბელარუსის საზღვარი დაბა ვილჩასთან

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ბელარუსის მმართველი ლუკაშენკა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის პასუხად, უკრაინაში რუსეთის დახმარებას ცდილობს პირდაპირი სამხედრო ჩარევის გარეშე.

ცენტრის ექსპერტთა თანახმად, ლუკაშენკა რუსეთს კვლავაც აძლევს ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლებას, ამით ნომინალურ მხარდაჭერას გამოხატავს და არ რისკავს ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების პირდაპირ ჩართვას. ISW-ს თანახმად, უკრაინასთან ომში ბელარუსის უშუალო მონაწილეობის ალბათობა ისევ დაბალია იმ ზეგავლენის გამო, რომელიც ასეთ შემთხვევაში ემუქრება ლუკაშენკას რეჟიმის სტაბილურობას.

3 ივლისს, ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“-მ გაავრცელა ლუკაშენკას განცხადება იმის შესახებ, რომ ბელარუსი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთს ბრძოლაში ეხმარება, რადგან სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში დიდი ხანია შექმნილი აქვთ შეიარაღებული ძალების ერთიანი დაჯგუფება და ფაქტობრივად, საერთო არმია. ლუკაშენკას თქმით, მას დიდი ხანია განსაზღვრული აქვს „სპეცოპერაციაში“ ბელარუსის მონაწილეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG