Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი თეირანში რაისის და ერდოანს შეხვდება 19 ივლისს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კასპიის ზღვისპირა ქვეყნების სამიტზე ხვდება ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის. 29 ივნისი, 2022 წელი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კასპიის ზღვისპირა ქვეყნების სამიტზე ხვდება ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის. 29 ივნისი, 2022 წელი

კრემლი იტყობინება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავის ირანელ და თურქ კოლეგებს შეხვდება თეირანში, ე.წ ასტანის ფორმატში სირიის შესახებ მოლაპარაკებისთვის.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა ამ კვირაში, რომ პუტინი მოლაპარაკებას გამართავს ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისისთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. ეს პუტინის მეორე გამგზავრება იქნება უცხოეთში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ.

რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა რამდენიმე მოლაპარაკება გამართეს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში. მათი მცდელობა მიმართული იყო სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისა და ამ ქვეყნის სტაბილიზებისკენ. ირანი და რუსეთი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მომხრეები არიან, ხოლო თურქეთი მისი გადაყენებისკენ მოწოდებით გამოდის და ოპოზიციის არმიას უჭერს მხარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG