Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: რუსეთის დელეგაცია ირანში იმყოფებოდა სამხედრო დრონების შესასწავლად


რუსეთის დელეგაცია უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ ესტუმრა ირანის აეროდრომს, რათა შეესწავლა სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატები. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველზე, ჯეიკ სალივანზე დაყრდნობით.

საქმე ეხება დრონებს, Shahed-191-სა და Shahed-129-ს, რომლებსაც რამდენიმე მაღალი სიზუსტის რაკეტის ტარება შეუძლიათ.

„ჩვენ მოგვეპოვება ინფორმაცია, რომ ირანის მთავრობა აპირებს, რუსეთს მიაწოდოს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის საბრძოლო,“ განაცხადა სალივანმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თეთრმა სახლმა CNN-ს გადასცა თანამგზავრიდან ივნისში გადაღებული ფოტოები. ამტკიცებენ, რომ მათზე ჩანს დრონები, რომლებსაც რუსეთის დელეგაცია ათვალიერებს.

პარასკევს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა თავის უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან საუბარში უარყო ბრალდება და მას „უსაფუძვლო“ უწოდა.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ მოქმედებას, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის გაგრძელება და გაძლიერება გამოიწვიოს,“ იმოწმებს Euronews-ი აბდოლაჰიაანის სიტყვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG