Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში კომისია აცხადებს, რომ მიაგნო ასობით მილიონ დოლარს, რომელიც უკანონოდ მიისაკუთრა ნაზარბაევის წრემ


ნურსულთან ნაზარბაევი, ყაზახეთის ექსპრეზიდენტი
ნურსულთან ნაზარბაევი, ყაზახეთის ექსპრეზიდენტი

ყაზახეთში ერთი თვის წინ შექმნილმა საგანგებო კომისიამ, რომლის მიზანია მიაგნოს ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ახლობლების მიერ მისაკუთრებულ თანხებს, განაცხადა, რომ უკვე იპოვნა 230 მილიარდი ტენგე, ანუ 416 მილიონი ამერიკული დოლარი.

კომისია 18 ივლისს აცხადებს, რომ გენერალური პროკურორის ოფისი თავად უხელმძღვანელებს რამდენიმე მაღალი რანგის გამოძიებას. ეს საქმეები მიემართება ნაზარბაევის დისშვილს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ყაირათ სათიბალდის და მის ყოფილ ცოლს, გულმირა სათიბალდის, ნაზარბაევის შვილიშვილის ყოფილ სიმამრს, ყაირათ ბორანბაევს, კომპანია Operator ROP-ის ხელმძღვანელებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ნაზარბაევის უმცროს ქალიშვილთან, ალია ნაზარბაევასთან, ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილ ხელძღვანელს, კარიმ მასიმოვსა და მის სამ ყოფილ მოადგილეს.

5 ივნისს, როცა ყაზახეთში ჩატარდა საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმი, რომელიც ეხებოდა ნაზარბაევის და მისი კლანის ოფიციალურ ჩამოშორებას პოლიტიკური სივრციდან, პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თქვა, რომ შექმნა კომისია, რათა "დაბრუნდეს ყაზახეთიდან უკანონოდ გატანილი ფული", იმ მცირე ჯგუფის მიერ, "რომელის ქვეყნის სიმდიდრის დიდ ნაწილს უკანონოდ დაეპატრონა".

XS
SM
MD
LG