Accessibility links

site logo site logo

იან კელი ღარიბაშვილის წერილზე: მეტყველებს, რომ ერთი მდიდარი ადამიანის ინტერესს ქვეყნისაზე წინ აყენებს


იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ტვიტერის გვერდზე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ევროკომისიის პრეზიდენტისადმი ურზულა ფონ დერ ლაიენისადმი.

„რატომ წერს პრემიერ-მინისტრი ევროკომიის პრეზიდენტს თავისი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის სახელით, აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებით ევროკავშირის სხვა პუნქტების იგნორირებით? სხვა თუ არაფერი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი პრიორიტეტია ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესები თავისი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს“,- წერს იან კელი ტვიტერზე.

9 ივნისს მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე დღეს, 18 ივლისს, ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს.

ღარიბაშვილი რეზოლუციის, სწორედ, იმ ნაწილს ეხება, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილსადმი სანქციების დაკისრების განხილვას შეეხება იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა.

ამასთან ამბობს, რომ მისთვის პირადად შეურაცხმოყოფელია ბრალდებები „არაფორმალური მმართველობის შესახებ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG