Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის და "ევროპოლის" წარმომადგენლები უკრაინიდან "იარაღის კონტრაბანდის" შესახებ გავრცელებულ ცნობებზე იმსჯელებენ


უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსი დანილოვი, ევროპოლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს შავ ბაზარზე უკრაინიდან "იარაღისა და სამხედრო საქონლით ვაჭრობის " სავარაუდო შემთხვევების შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

"ჩვენ ველოდებით არსებით ფაქტებითა და მტკიცებულებებით გამყარებულ საუბარს ევროპოლის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, თითქოსდა უკრაინის მხრიდან "შავ ბაზარზე იარაღისა და სამხედრო საქონლის ვაჭრობის" თაობაზე არსებული შემთხვევების შესახებ განცხადებების გარშემო. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული ინფორმაციის სწრაფი გაცვლით და მყისიერი რეაგირებით", - განაცხადა დანილოვმა 22 ივლისს.

დანილოვი აღნიშნავს, რომ დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებში უკრაინიდან "იარაღის სავარაუდო კონტრაბანდის" შესახებ მასალების გამოქვეყნება დროში დაემთხვა რუსეთის მიერ გაშლილ მასშტაბური საინფორმაციო სპეცოპერაციას სახელწოდებით MakZim-ი, რომელიც უკრაინის დისკრედიტაცია და მოკავშირეების მხრიდან იარაღის მიწოდების შეწყვეტას ისახავს მიზნად


"ოპერაცია ტარდება სწორედ იმ დროს, როდესაც სწორედ დასავლური თანამედროვე შეიარაღების მოწოდების ხარჯზე ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ ხარისხობრივი ცვლილება ახლოვდება", - განაცხადა უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
19 ივლისს უკრაინის ვერხოვნა რადამ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების გამოყენების კონტროლის თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა მხარი.

მანამდე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უკრაინული წარმოშობის წევრმა, ვიქტორია სპარცმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართით კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა და მათ შორის აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ არ იცის, ხვდება თუ არა ფრონტზე მიწოდებული შეიარაღებაო.
ინფორმაცია უკრაინის მიერ დასავლური იარაღის არასათანადო გამოყენების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უწოდეს "იარაღის მოწოდების ჩაშლის მიზნით რუსეთის მიერ შემოგდებული პროპაგანდა ."

პენტაგონის განცხადებით, შეერთებული შტატები ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინიდან კონტრაბანდულად გაედინებოდეს პარტნიორების მიერ ქვეყნისთვის მოწოდებული იარაღი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG