Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 HIMARS-ი და 580 უპილოტო Phoenix Ghost-ი-აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს


ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი HIMARS
ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი HIMARS

პარასკრვს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ უკრაინისთვის 270 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა.


ახალი სამხედრო დახმარების პაკეტში შედის ოთხი ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-სი, 36 000 საარტილერიო ჭურვი და 580 Phoenix Ghost-ის კლასის უპილოტო თვითმფრინავი.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატებიდან უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების საერთო მოცულობა 8.2 მილიარდი დოლარია.

აშშ-მა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, HIMARS-ების მიწოდება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინის არმია აშშ-ისგან მიღებულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარებსაც გამოიყენებს უკრაინული მიწების დეოკუპაციისთვის.

XS
SM
MD
LG