Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე „ოცნებიდან" მაჭარაშვილის წასვლაზე: ადამიანურად ეს სამწუხაროა


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ბორჯომში, „ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს ეხებოდა. მან დღეს, 28 ივლისს, „ქართული ოცნება" დატოვა და კოლეგებს - სოზარ სუბარს, მიხეილ ყაველაშვილს და დიმიტრი ხუნდაძეს შეუერთდა.

„ადამიანურად ეს სამწუხაროა, გურამთან ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, გვერჩივნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვყოფილიყავით ერთი პარტია, ფრაქცია, ერთი გუნდი. თუმცა იცით, რომ რამდენიმე ადამიანმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, მათ სურთ, რომ გათავისუფლდნენ გარკვეული სტატუსისგან, იმისათვის, რომ მეტი თქვან საზოგადოების წინაშე. ეს იყო მათი არჩევანი. ჩვენ გვქონდა ამაზე განსხვავებული შეხედულებები. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ მე, მაგალითად, სრულ სიმართლეს საზოგადოებას ვერ ვეუბნები, იმისათვის, რომ გავუფრთხილდე რაღაცებს. მე, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს, არ მაქვს ამის საშუალება, რომ საზოგადოებას სრულად ვუთხრა ის, რაც ხდება კულისებში, კაბინეტებში, იმისათვის, რომ გავუფრთხილდე რაღაცებს, - თქვა კობახიძემ და დაამატა, - რაც მთავარია, ჩვენ არ გვექნება პარლამენტში პრობლემები, გვაქვს მყარი უმრავლესობა და ყველა გადაწყვეტილება სათანადოდ იქნება მიღებული. გუნდი არის ძლიერი".

გურამ მაჭარაშვილმა დღეს განაცხადა: „როგორც ჩემმა კოლეგებმა, მეც მივიჩნიე საჭიროდ [პარტიის დატოვება], განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან, როგორც ჩანს, ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება".

დამოკიდებელი დეპუტატის სოზარ სუბარის განცხადებით, რომელმაც პარტია „ქართული ოცნება“ საზოგადოებისთვის სიმართლის თქმის მოტივით დატოვა, შეიქმნება ახალი სამოქალაქო მოძრაობა, რომლის მიზანიც იქნება პასუხგაუცემელ კითხვებზე პასუხების მოძიება, საქართველოსთვის ომში ჩართვის საფრთხის თავიდან აცილება, რათა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს არ შეექნმას საფრთხე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG