Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International-ის უკრაინის ოფისის დირექტორი პოსტს ტოვებს უკრაინის არმიის მიმართ კრიტიკული ანგარიშის გამო


ოქსანა პოკალჩუკი
ოქსანა პოკალჩუკი

Amnesty International-ის უკრაინის ოფისის დირექტორმა ოქსანა პოკალჩუკმა განაცხადა, რომ თითქმის შვიდი წლის მუშაობის შემდეგ ტოვებს ორგანიზაციას. მან ეს გადაწყვეტილება უკრაინელი სამხედროების მიერ ომის კანონების დარღვევის შესახებ უფლებადამცველების სადავო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო.

პოკალჩუკის თქმით, ის და ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ვერ შეთანხმდნენ "ღირებულებების" გარშემო. მანამდე ორგანიზაციის უკრაინის ფილიალმა განაცხადა, რომ იგი არ მონაწილეობდა იმ ანგარიშის მომზადებაში, რომელმაც უკრაინის ხელმძღვანელობის აღშფოთება გამოიწვია.

"ყველაფერი ბიუროკრატიის ყრუ კედელს და ენის ბარიერს შეეჯახა. საქმე ინგლისურ ენაში არ არის, არამედ იმაში, რომ თუ თქვენ არ ცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც დამპყრობლები შეიჭრნენ და ნაწილ-ნაწილ ჯიჯგნიან მას, ალბათ ვერ გაიგებთ, თუ რა არის ცუდი დამცველთა არმიის დაგმობაში", - წერს ოქსანა პოკალჩუკი თავის ფეისბუკში.

4 აგვისტოს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან თავდაცვის დროს უკრაინელი სამხედროები საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოსახლეობას სამხედრო ბაზების შექმნითა და შეიარაღების განთავსებით საცხოვრებელ ადგილებში, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ "ამნესტი ინტერნეიშენალის" განცხადებას უსამართლო უწოდა: "Amnesty International-ის ასეთი ქცევა არ არის სიმართლის ძიება და მსოფლიოსთვის მისი მიწოდება, ეს ეხება ყალბი ბალანსის შექმნას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, ქვეყანას, რომელიც ასობით და ათასობით მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებს, ტერიტორიებს ანადგურებს და ქვეყანას შორის, რომელიც სასოწარკვეთილი იცავს თავს, ცდილობს გადაარჩინოს ხალხი და კონტინენტი ამ თავდასხმისგან", - ნათქვამია კულებას მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG