Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინანდლის მუზეუმში ტურისტმა ექსპონატი დააზიანა - მომხდარს მუზეუმის ადმინისტრაცია სწავლობს


წინანდალი, ალექსანდე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
წინანდალი, ალექსანდე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

თელავში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციამ მოკვლევა დაიწყო 13 აგვისტოს მუზეუმის ერთ-ერთ სივრცეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. დამთვალიერებელმა, სავარუდოდ, დაუდევრობით, ვიტრინა გატეხა, რომელშიც სამუზეუმო ექსპონატები იყო განთავსებული.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 15 აგვისტოს ჟურნალისტმა ანა მარშანიამ გაავრცელა, თავისი დის მონათხობის საფუძველზე.

მაკა მარშანიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 13-14 აგვისტოს სოფელ წინანდალში მდებარე სასტუროში დასვენებისას ორჯერ დაათავლიერა ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი, რა დროსაც ცვლილიება შენიშნა.

13 აგვისტოს მან სახლ-მუზეუმის ნაწილის დაათვალიერებისას სხვა ნივთებთან ერთად ნახა ალექსანდრე ჭავჭავაძის ოქროს (ჯიბის) საათი, ნინო ჭავჭავაძის მარაო და პერანგის საკინძები. მომდევნო დღეს, 14 აგვისტოს სახლ-მუზეუმში ხელახმა მისულმა შენიშნა, რომ ის ადგილი სადაც საათი, მარაო და საკინძები იდო, ცარიელი იყო, ვიტრინის ნაცვლად მაგიდა იდგა, რომელსაც მხოლოდ გადასაფარებელი ეფარა.

"დავინტერესდი სად წაიღეს ექსპონატები. გიდმა მითხრა, რომ გუშინ ეს ვიტრინა რუსმა ტურისტებმა დაამსხვრიესო. დეტალურად მოჰყვა ამბავს ისე, რომ სავარაუდოდ, თავად იყო ამის შემსწრე. გიდი ძალიან შეწუხებული იყო მომხდარით. როგორც მან მითხრა, ტურისტების ოჯახს ბავშვი [ექსპონატების წინ ბარიერის] თოკზე დაუსვამს, ბავშვი ქანაობდა, მერე უკან გადავარდნილა და ვიტრინა ჩაუმსხვრევია. შემთხვევის შედეგად გატყდა ერთ-ერთი ექსპონატი - მარაოო” - ამბობს მაკა მარშანია, მუზეუმის გიდზე დაყრდნობით.

მისივე მონათხრობით, "ვიდრე მუზეუმის ადმინისტრაცია შემთხვევის ადგილზე დაზაინებული ექსპონატის მდგომაროებას არკვევდა, ტურისტებმა მუზეუმი საერთოდ დატოვეს."

რანაირად უნდა გაგექცეს მუზეუმიდან ოჯახი, რომელიც ექსპონატების ვიტრინას დაგილეწავს? - კითხულობს მაკა მარშანია.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელს. მაია კოკოჩაშვილმა მომხდარი ინციდენტი დაგვიდასტურა და თქვა, რომ "ამ საკითხზე ბევრი რამ არასწორად გავრცელდა".

მარაო ნამდვილად დაზიანებულია, მაგრამ რასაკვირველია აღდგენადია. აქვე უნდა გითხრათ, რომ მარაო ეკუთვნოდა არა ნინო ჭავჭავაძეს, არამედ ანა ბაგრატიონს, თუმცა იგივე მნიშვნელობისაა. რადგან ასეთი დიდი ინტერესია სოციალურ ქსელში, მოკლე დროში ჩვენ ოფიციალურად გამოვაქვეყნებთ ჩვენს პოზიციას. რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი ვინც მომხდარში ფიგურირებენ ამას ვერ გეტყვით, რადგან რუსულად ლაპარაკობენ, უკრაინელებიც, ბელარუსებიც, რუსებიც. მე არც მისი გვარი ვიცი, არც პასპორტი მინახავს“ - თქვა მაია კოკოჩაშვილმა.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, მომხდარის შესახებ შეატყობინეს თუ არა პოლიციას. კოკოჩაშვილმა გვიპასუხა: „რატომ მეკითხებით ამას? ეს არ არის ძალიან დიდი და ურთულესი ფაქტი, რომლის გამოკვლევაც არ შეიძლება. ჩვენ დრო გვჭირდება, რომ თავად მოვიძიოთ ის ინფორმაცია რაც ჩვენ ხელთ არის და ამის შემდეგ შეგვიძლია მოსაზრებები ვთქვათ და დასკვნები გავაკეთოთ“ - გვითხრა მაია კოკოჩაშვილმა და დაამატა, რომ შემთხვევები ყველგან ხდება, მათ შორის ლუვშრიც.

შეიძლება ადამიანი მუზეუმში მივიდეს დიდი პატივისცემით, მაგრამ გული წაუვიდეს დაეცეს და რამე დააზიანოს, ასეთიც ხომ შეიძლება მოხდეს?“- ამბობს მუზუემის ხელმძღვანელი.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში არ უპასუხეს შეკითხვას, დაინტერესდებიან თუ არა მომხდარით მას შემდეგ, რაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში და მედიაში გავრცელდა. სამინისტროსთვის მომხდარის შესახებ მუზეუმის ადმინისტაცია არ უცნობებია.

მუზეუმის ადმინისტრაცია შიდა აუდიტის შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, მოკვლევის დასრულების შემდეგ გეგმავს.

ამჟამად სახლში, რომელიც მე-18 საუკუნეში მოღვაწე პოეტსა, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტს ალექსანდრე ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა სახლ-მუზეუმია განთავსებული. წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი აერთიანებს - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, ბაღს და მე-19 საუკუნის უნიკალურ ღვინის მარანს. 2007 წლიდან წინანდლის კომპლექსს მართავს კომპანია „სილკ როუდ ჯგუფი“. მუზეუმი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG