Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომში ხანძრის ქრობაში რეზერვისტები ჩაერთნენ


რეზერვისტები ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთნენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ.

"რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის ცეცხლის კერების შეკავება, ასევე პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირებაა", - აცხადებს უწყება.

სამინისტროს ცნობით, 102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი. სამინისტროსვე თანახმად, ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაცაა აღჭურვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG