Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსიკოსმა იური შევჩუკმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება არმიის დისკრედიტაციის საქმეზე


იური შევჩუკი, მუსიკოსი
იური შევჩუკი, მუსიკოსი

მუსიკალური ჯგუფის, ДДТ-ის ლიდერის, იური შევჩუკის დაცვის მხარემ გაასაჩივრა უფის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მუსიკოსს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა რუსეთის არმიის დისკრედიტაციის საქმეზე. ამის თაობაზე ცნობას ავრცელებს უფლებადამცველი ორგანიზაცია "აგორას" ხელმძღვანელი პაველ ჩიკოვი.

16 აგვისტოს იური შევჩუკს 50 000 რუბლის (830 $) გადახდა დააკისრეს ფრაზისათვის "სამშობლო - ეს არაა პრეზიდენტის ტ***კი, რომელიც უნდა ნერწყვო და კოცნო. სამშობლო სადგურზე მყოფი ღატაკი ბებიაა, რომელიც კარტოფილს ყიდის". ამ განცხადებით შევჩუკი უფაში გამართულ კონცერტზე გამოვიდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციის ნაწილში ეწერა, რომ შევჩუკი, უფაში გამოსვლისას კითხვების დასმით, "მაყურებელს მოუწოდებდა, შეფასება მიეცათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისთვის, მათ უბიძგებდა ეჭვი შეეტანათ სპეცოპერაციის განხორციელებისას იქ მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალების მიზნებში".

შევჩუკის ადვოკატმა ბაშკირეთის უზენაეს სასამართლოს მიმართა თხოვნით, შეცვალოს სასამართლოს გადაწყვეტილება და შეწყვიტოს ამ საქმის წარმოება.

XS
SM
MD
LG