Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდუბეში, საწყობში მომხდარი ხანძარი ლიკვიდირებულია


დიდუბეში, წერეთლის გამზირზე გარე საწყობში მომხდარი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი "გორგიას" ტერიტორიაზე არსებულ საწყობს გაუჩნდა. კომპანიაში განმარტეს, რომ ხანძარი "გორგიას" მიმდებარედ, ერთ-ერთი კომპანიის საწყობში გაჩნდა და სწორედ აქედან გავრცელდა "საწყობის მცირე ნაწილზე".

"ხვალიდან, ტრადიციულად, გორგიას ყველა ფილიალი ჩვეულებრივ განაახლებს მუშაობას", - ამბობენ "გორგიაში".

ეს დღეს თბილისსა და მის შემოგარენში მომხდარი რიგით მეოთხე ხანძარი იყო. მანამდე, რამდენიმე საათის წინ, შავნაბადაზე ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა. ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაცია. ინტერნეტში გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ცეცხლი თითქმის რუსთავის მაგისტრალამდე ჩამოვიდა. ადგილზე ხანძრის ლოკალიზაცია ისევ გრძელდება.

პარალელურად, ხანძარი გაჩნდა ზემო ავჭალის ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი ხეებსა და მინდორს მოედო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცლი უკვე ლიკვიდირებულია.

ასევე, თბილისში, ხანძარი იყო სამგორის რაიონშიც. ცეცხლი მოეკიდა მეორად საბურავებსა და ნაგავს ღია სივრცეში. უწყების ცნობით, ცეცხლი ამ ტერიტორიაზეც ლოკალიზებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG