Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაბედ II სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არის


დედოფალი ელისაბედ II
დედოფალი ელისაბედ II

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არის ბალმორალის ციხესიმაგრეში. როგორც BBC წერს, ექიმები შეშფოთებული არიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

"ამ დილით კონსულტაციის შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთდნენ მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ურჩიეს, რომ დარჩეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ", - ნათქვამია სასახლის განცხადებაში.

BBC-ის ცნობით, გუშინ, ოთხშაბათს დედოფლმა ვირტუალური საბჭოს სხდომა დატოვა, რის შემდეგაც ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს.

დედოფლის მდგომარეობას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და თქვა, რომ "მთელი ქვეყანა ღრმად შეშფოთებულია" ამ ახალი ამბებით.

დედოფალმა ლიზ ტრასი პრემიერ-მინისტრად ლონდონის ნაცვლად, ბალმორალში დანიშნა სამშაბათს, 6 სექტემბერს.

XS
SM
MD
LG