ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ მან გუშინ, 14 სექტემბერს, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რუსეთის ომის დაწყებიდან კიევში ეს ჩემი მესამე ვიზიტია. იმდენი რამ შეიცვალა, უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“, - დაწერა ტვიტერზე ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს და მათთან განიხილავს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, "სანამ უკრაინა წინ მიიწევს გაწევრიანების გზაზე".
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ურზულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინა ევროკავშირის როუმინგის თავისუფალ ზონას შეუერთდება.