"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"[NDI] საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც მედიისთვის ხელმისაწვდომი დღეს, 16 სექტემბერს გახდა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა. მთავრობის მიმართ
ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული
დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი. 18-დან 34 წლამდე მოქალაქეების 57% მიიჩნევს, რომ მთავრობა ცუდად მუშაობს. ახალგაზრდების 65% ასევე თვლის, რომ მათ ინტერესს არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს.
- 2015 წლის აპრილიდან 2022 წლის აგვისტომდე 16%-დან 40%-მდე გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის მუშაობას.
- 2015 წლის აპრილიდან 2022 წლის აგვისტომდე 21%-დან 35%-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც პრემიერ-მინისტრის მუშაობითაა უკმაყოფილო. პრემიერ-მინისტრით უკმაყოფილო მოსახლეობის დონე უცვლელ ნიშნულზეა 2021 წლის დეკემბრიდან.
- 2015 წლის აპრილიდან 2022 წლის აგვისტომდე 22%-დან 41%-მდე გაიზარდა პარლამენტის მუშაობით უკმაყოფილო მოსახლეობის რაოდენობა. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობით უკმაყოფილოთა რიცხვი 20%-იან ნიშნულს 2015 წლის აპრილში გადასცდა. 2012-14 წლებში ეს მონაცემები 5%-დან 18%-ს შორის მერყეობდა.
კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.
დაწერეთ კომენტარი