Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის ცნობით, 36-მდე გაიზარდა ტაჯიკეთის საზღვართან მომხდარ შეტაკებაში დაღუპულთა რიცხვი


ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ რეგიონიდან ევაკუირებული ბატკენის რეგიონის მოსახლეობა. 2022 წლის 17 სექტემბერი
ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ რეგიონიდან ევაკუირებული ბატკენის რეგიონის მოსახლეობა. 2022 წლის 17 სექტემბერი

ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 36-მდე გაიზარდა ტაჯიკეთის საზღვარზე ბოლო შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულ მოქალაქეთა რიცხვი. ამის გამო ყირგიზეთში 19 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაპირისპირების ეპიცენტრი იყო ბატკენის რეგიონი, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა ორმხრივი შეტაკებები ცეცხლსასროლი იარაღისა და არტილერიის გამოყენებით. ტაჯიკეთის საზღვართან მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ყირგიზეთის ბატკენის რეგიონში საგანგებო რეჟიმი შემოიღეს, ამჟამად სასაზღვრო ზოლში ცეცხლი მთლიანად არის შეწყვეტილი.

დიდი შეტაკება ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე 16 სექტემბერს მოხდა. მხარეებმა ერთმანეთი დაბომბვაში დაადანაშაულეს.

ტაჯიკეთის მხრიდან მოკლული და დაჭრილი მოქალაქეების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური, სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით, 7 დაღუპულის შესახებ იუწყება.

XS
SM
MD
LG