Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანს რამდენიმე თეატრში მომუშავე მსახიობებთან შეთავაზება აქვს


თეა წულუკიანი, კულტურისა და სპორტის მინისტრი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ შეთავაზება აქვს მსახიობებთან, რაც, ერთი მხრივ, მათ ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, ახალი თაობის წარმომადგენლებისთვის გააჩენს სამუშაო ადგილებს. "მინისტრის საათის" ფარგლებში წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მსახიობების გადასაწყვეტია.

"არის ერთი საკითხი, რომლის შესახებაც მინდა ყველამ გაიგოს ამ ტრიბუნიდან, არ მაქვს გადაწყვეტილება, მაგრამ მაქვს პოზიცია და ამას თუ გაიზიარებენ ჩვენი მსახიობები, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას.

მწირი ხელფასის გამო ერთი და იგივე მსახიობი მუშაობს რამდენიმე თეატრში. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი მუშაობს ერთ თეატრში ორ ან სამ თანამდებობაზე - ეს გასაჭირისგანაა და არა იმისაგან, რომ ერთ ადამიანს ეხალისება რამდენიმე თეატრში მუშაობა ან სხვადასხვა ფუნქციის შეთავსება.

შეთავაზება იქნებოდა ასეთი, მსახიობი, თუ ის არის შტატში (თუ მიწვეულია ითამაშებს იმდენ თეატრში, რამდენშიც უნდა), მაშინ მას ჰქონდეს მხოლოდ ერთ შტატში მუშაობის უფლება იმ დათქმით, რომ რა ხელფასსაც იღებს რამდენიმე თეატრში მუშაობის დროს, დარჩება. მე ვფიქრობ, ეს კარგი წინადადებაა, მაგრამ, როგორც იტყვიან, შემოქმედი ადამიანების სამყაროში "კაცია და გუნება". ამით ისინი ახალ თაობას შეუწყობენ ხელს, ახალი ადგილები გაჩნდება", - თქვა თეა წულუკიანმა.

მან "მინისტრის საათზე" სიტყვით გამოსვლაში განაცხადა, რომ ზოგიერთი კერძო თეატრი მოწოდების სიმაღლეზეა და საჭიროა გაძლიერდეს, თუმცა არ დაემსგავსოს "სამინისტროს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG