Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთში ძმებ როტენბერგებისა და Yandex-ის აქტივები დააყადაღეს


არკადი როტენბერგი და ვლადიმირ პუტინი
არკადი როტენბერგი და ვლადიმირ პუტინი

ფინეთში დააყადაღეს რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული რუსი მილიარდერების, ბორის და არკადი როტენბერგებისა და ასევე Yandex-ის აქტივები. ამ სოციალური პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული, ამის შესახებ ხუთშაბათს ფინური გამოცემა Helsingin Sanomat-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი ბიზნესმენების აქტივების დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილებები აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში იქნა მიღებული.

დამსჯელი ზომები შეეხო როტენბერგებთან დაკავშირებული långvik Capital-ის აქციებს და რუსი მილიარდერების აქციებს ორ სხვა კომპანიაში. ამრიგად, ფინეთის ხელისუფლებამ მოიპოვა კონტროლი ჰელსინკიში დაფუძნებულ Ice Arena Helsinki Halli-სა და კომპანია Långvik-ის აქციებზე, რომლებიც სასტუმრო კომპლექსს მართავს.

რაც შეეხება Yandex-ის ფინეთის სამმართველოს დაპატიმრებულ ანგარიშებს, ამასთან დაკავშირებით გამოცემა Forbes-ი აღნიშნავს, რომ კომპანიის ქვეგანყოფილება ფლობს ტაქსების ქსელ Yango-სა და მონაცემთა დამუშავების ცენტრს ქალაქ მანცალაში.

არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში ივნისის დასაწყისში შევიდა, როდესაც ბრიუსელმა უკრაინის ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების მეექვსე პაკეტი დაამტკიცა. ამის შემდეგ ვოლოჟმა Yandex-ში ყველა თანამდებობა დატოვა. თავად კომპანია არ იყო სანქცირებული. მაგრამ ფინეთის ხელისუფლება ყადაღის შესახებ თავის გადაწყვეტილებაში დაეყრდნო ევროკავშირის არგუმენტებს, რომ Yandex -ი პასუხისმგებელია იმაზე, რომ საძიებო საქმიანობაში უპირატესობას ანიჭებს "რუსეთის სახელმწიფო მედიას და სახელმწიფო დღის წესრიგს" და, ასევე, შლის ისეთ კონტენტს, რომლებშიც ქვეყნის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გამოა გაკრიტიკებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG