Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტმა ნათია ტრაპაიძემ "მთავარი არხი" დატოვა


ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე
ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე

"მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა და ჟურნალისტმა ნათია ტრაპაიძემ ტელევიზია დატოვა. ინფორმაციას იგი თავად უდასტურებს რადიო თავისუფლებას.

"დავტოვე "მთავარი არხი", მაქვს მიზეზები, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვსაუბრობ", - ამბობს ტრაპაიძე.

მისი თქმით, ამ დროისათვის იგი რომელიმე სხვა მედიასაშუალებაში არ აგრძელებს მუშაობას.

"მთავარი არხის" დატოვება თანამშრომლებმა ტელევიზიაში შექმნილი ფინანსური პრობლემების შემდეგ დაიწყეს. არხიდან წავიდნენ იუმორისტულ გადაცემებზე მომუშავე ჯგუფი და ასევე ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი.

უკავშირდება თუ არა ტრაპაიძის წასვლა ტელევიზიიდან არხზე შექმნილ ფინანსურ პრობლემებს, უცნობია. რადიო თავისუფლება ცდილობს ტელეარხის ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG