ვრცელდება ინფორმაცია უკრაინაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ. რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია დაუდასტურეს და გვითხრეს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩო ამ დროისთვის აზუსტებს დეტალებს. დაღუპულის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას საგარეო უწყება არ გასცემს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაღუპული ქართველი უკრაინაში 2014 წლიდან ცხოვრობდა და ომის დაწყების შემდეგ, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. ტელეკომპანიის თანახმად, 10 ოქტომბრის გამთენიისას იგი დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშისას დაიღუპა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ დრომდე 19 ქართველი მებრძოლია დაღუპული.