Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში ქალის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება


შემთხვევის ადგილი თელავში

პროკურატურამ ბრალი წაუყენა კაცს, რომელიც ქალის მკვლელობისთვის თელავში დააკავა პოლიციამ. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ კაცმა ქალს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაჭრილი ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

კაცს ბრალდება "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის" 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 381 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) წარედგინა. პროკურატურა სასამართლოს სთხოვს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენოს.

ბრალდებულს ოჯახში ძალადობის გამო მანამდე გირაო ჰქონდა შეფარდებული.

"6 ოქტომბერს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული პირდაპირ მიუთითებდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის თაობაზე, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, სათანადოდ ვერ შეაფასა ბრალდებულიდან მომდინარე რისკები და საფრთხეები, მათ შორის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მისი მიმალვის საფრთხე, უკანონოდ ცნო ბრალდებულის დაკავება, გაათავისუფლა დაკავებიდან და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - 2000 ლარი შეუფარდა", - თქვა პროკურორმა.

თელავში კაცმა 26 წლის ქალი 9 ოქტომბერს მოკლა. გარდაცვლილის ახლობლები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ 26 წლის ქალი შემთხვევის დროს 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, კაცი ქალს 4 თვის განმავლობაში ემუქრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG