Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტი 12 ოქტომბერს ასტანაში ვლადიმირ პუტინს შეხვდება


არქივის ფოტო: რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ვლადიმირ პუტინი
არქივის ფოტო: რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ვლადიმირ პუტინი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 12 ოქტომბერს ყაზახეთში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში შეხვდებიან. ამის შესახებ დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები AFP და DPA თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებიან.

ორი ქვეყნის ლიდერები ასტანაში ერთმანეთს საერთაშორისო ფორუმის (CICA) აზიის ურთიერთთანამშრომლობისა და ნდობის ზომების კონფერენციაზე შეხვდებიან. გუშინ ასეთი სავარაუდო შეხვედრის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ედოანი და პუტინი ერთმანეთს ბოლოს სექტემბრის შუა რიცხვებში შეხვდნენ უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.

ნატოს წევრმა თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის პოზიცია მას შემდეგ დაიკავა, რაც მოსკოვმა 24 თებერვალს მეზობლის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ანკარამ ინტერვენციის გამო მოსკოვი გააკრიტიკა, დასავლეთის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებთან შეერთებისგან თავს იკავებს.


ცოტა ხნის წინ ერდოანმა საჯაროდ იმედი გამოთქვა, რომ შეძლებს ომის დასრულების მიზნით ერთმანეთს შეახვედროს ვლადიმირ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი.

XS
SM
MD
LG