Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავარია, არაყი იყოს“ - რაზე ჩივიან და ოცნებობენ მობილიზებული რუსები


რუსი მობილიზებული ჯარისკაცები (ილუსტრაცია). რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა მიაგნო გარკვეულ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქში მდებარე რამდენიმე ბანაკზე, სადაც წვევამდელები იმყოფებიან. ამ ობიექტების ადგილმდებარეობა სოციალურ ქსელებში თავად ჯარისკაცებმა გაამჟღავნეს.
რუსი მობილიზებული ჯარისკაცები (ილუსტრაცია). რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა მიაგნო გარკვეულ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქში მდებარე რამდენიმე ბანაკზე, სადაც წვევამდელები იმყოფებიან. ამ ობიექტების ადგილმდებარეობა სოციალურ ქსელებში თავად ჯარისკაცებმა გაამჟღავნეს.

ტელეგრამის ერთერთ არხზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში მოსაუბრე აღიარებს, რომ ბრძოლის სურვილი მას და მის ამხანაგებს მას შემდეგ დაეკარგათ, რაც ფრონტის ხაზზე გაგზავნილ მობილიზებულთა ჯგუფიდან უკან მხოლოდ ერთი კაცი დაბრუნდა - ისიც დაჭრილი იყო და სასწრაფოდ სამხედრო საავადმყოფოში გაამგზავრეს.

მიუხედავად დიდი ინტერესისა, რუსეთის ხელისუფლება მინიმალურ და მხოლოდ პოზიტიურ ინფორმაციას ასაჯაროებს პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით მობილიზებულ მოქალაქეთა სამხედრო მომზადებისა და მათ მიერ უკრაინაში საბრძოლო ამოცანების შესრულების შესახებ.

რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა მიაგნო გარკვეულ ინფორმაციას უკრაინის საზღვარზე მდებარე ერთ-ერთი სამხედრო პოლიგონიდან, სადაც უკრაინაში გასაგზავნ მობილიზებულებს ამზადებენ და ასევე ბელგოროდის ოლქში მდებარე რამდენიმე ბანაკიდან, სადაც წვევამდელები იმყოფებიან. ამ ობიექტების ადგილმდებარეობა სოციალურ ქსელებში თავად ჯარისკაცებმა გაამჟღავნეს.

6 ოქტომბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზების დაწყებიდან ორ კვირაში, ტელეგრამის არხმა Sota-მ გამოაქვეყნა მობილიზებულ რუსი ჯარისკაცების საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც სამხედრო ჰყვება, რომ იმყოფება ბელგოროდის ოლქის სოფელ სოლოტიში, სადაც, მისი თქმით, დაახლოებით 100 რეზერვისტი უარს ამბობს უკრაინაში წასვლასა და „ლიმანის უკან დაბრუნებისათვის“ ბრძოლაზე.

„აქ არც ერთმა სროლა არ ვიცით“

ჩანაწერში ადამიანი ჰყვება იმასაც, რომ არც მას და არც სხვა მობილიზებულებს ხელი არ მოუწერიათ კონტრაქტისათვის თავდაცვის სამინისტროსთან.
„ჩვენი ხელი მოვაწერეთ ოთხ დოკუმენტს: ორ პატაკს სასურსათო კმაყოფაზე დაყენებისა და შემწეობის მიღების შესახებ და ორ პატაკს ჩვენი თანამდებობის შესახებ. საერთოდ არანაირი კონტრაქტი ჩვენ არ გვქონია. ჩვენ გვთავაზობდნენ კონტრაქტებს, გარდა რამდენიმე ადამიანისა, ჩვენ მის ხელმოწერაზე უარი ვთქვით“, - აღნიშნავს ანონიმი სამხედრო.

Sota-ს თანამოსაუბრის თანახმად, ბრძოლის სურვილი მასა და მის ამხანაგებს მას შემდეგ დაეკარგათ, რაც ფრონტის ხაზზე გაგზავნილ წინა მობილიზებულთა ჯგუფიდან უკან მხოლოდ ერთი კაცი დაბრუნდა - ისიც დაჭრილი იყო და სასწრაფოდ სამხედო საავადმყოფოში გაამგზავრეს.

სოფელ სოლოტნიში კი იგი მოხვდა ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინციდან, რომელიც 488-ე მოტომსროლელი პოლკის ერთ-ერთი დისლოკაციის ადგილია. სწორედ კლინციში უყრიდა თავს ჯარებს რუსეთის უკრაინაში თებერვლის ინტერვენციის წინ.

უკმაყოფილო ჯარისკაცი Sota-ს მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში ამბობს, რომ თითქმის ყველა იმ 100 „ოტკაზნიკის“ (ვინც უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე- რ.თ), მსგავსად იგიც წარმოშობით ამ რეგიონიდანაა“ ჩვენ გვსურს კლინცში დაბრუნება და ნორმალური მომზადების გავლა. ჩვენ პოლიგონზე ერთხელ წაგვიყვანეს. აქ არც ერთმა სროლა არ ვიცით“, - ამბობს იგი.

შაბათს, 8 ოქტომბერს, Sota-მ გამოაქვეყნა კიდევ ერთი ჩანაწერი. მასში მეთაურები შეგონებითა და მუქარებით ცდილობენ აიძულონ მობილიზებულებს უკრაინაში წასვლა. ერთ-ერთი მეთაური თავის თავს უწოდებს 488-ე მოტომსროლელი პოლკის შტაბის უფროსს და ამბობს, რომ, მიუხედავად კონტრაქტების არარსებობისა, „ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილი მობილიზაციის ბრძანება“ საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ რეზერვისტებმა შეასრულონ მისი სიტყვიერი ბრძანება. ამაზე მობილიზებულები მას შესჩივიან, რომ სოლოტიში მდებარე სამხედრო ნაწილში არ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მათ ჯერ კიდევ ბრიანსკის ოლქში დაპირებულ საბრძოლო მომზადებას ჩაუტარებდნენ.

ადგილი, სადაც 100-მობილიზებულმა უარი განაცხადა უკრაინაში წასვლაზე, ცნობილია იმათთვის, ვინც თვალს ადევნებდა რუსეთის სამხედრო ინტერვენციის სამზადისსა და ომის მსვლელობას. სოლოტი - ესაა პატარა სოფელი, სადაც 7000 ადამიანი ცხოვრობს. იგი უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით, 2017 წელს აშენებულ სამხედრო ქალაქთან და დასავლეთის სამხედრო ოლქის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის 752-ე მოტომსროლელი პოლკის პოლიგონის სიახლოვეს მდებარეობს.

რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ამ ადგილზე შესამჩნევი იყო Maxar-ის მიერ ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბრში გადაღებულ სატელიტურ ფოტოებზე, ხოლო 2022 წლის 10 აპრილს რადიო თავისუფლების უკრაინული საგამოძიებო პროექტმა „სქემებმა“ აჩვენეს, თუ როგორ ხდება ამ ადგილზე სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია დონბასზე იერიშისთვის.
ვლადიმირ პუტინის მიერ „ნაწილობრივი“ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ სოლოტის პოლიგონზე კვლავ გაიზარდა სამხედრო ტექნიკის რაოდენობა - ამის შესახებ შესაძლოა ვიმსჯელოთ სერვის Planet.com-ის სატელიტური სურათებით, რომლებიც რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა მოიპოვეს.

ვლადიმირ პუტინის მიერ „ნაწილობრივი“ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ სოლოტის პოლიგონზე კვლავ გაიზარდა სამხედრო ტექნიკის რაოდენობა - ამის შესახებ შესაძლოა ვიმსჯელოთ სერვის Planet.com-ის სატელიტური სურათებით, რომლებიც რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა მოიპოვეს.

ასევე სოციალურ ქსელებში რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა სწორედ სოლოტიში მდებარე სამხედრო ნაწილში მობილიზებულთა მიერ გადაღებული რამდენიმე ფოტო. მიუხედავად არმიაში სმარტფონების გამოყენების აკრძალვის ბრძანებისა. რუსი სამხედროები და ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ სამხედრო ძალების მებრძოლები ხშირად ამჟღავნებენ თავიანთი პოზიციების ადგილმდებარეობას. გამონაკლის არც სოლოტის პოლიგონი აღმოჩნდა. იქ გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ უკრაინაში მეომარი რუსი სამხედრო მოხალისეები და კონტრაქტორები, მაგალითად ტანკის მძღოლ-მექანიკოსი რომან დოროხოვი. 3 ოქტომბერს მან სურათი პირდაპირ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შესასვლელ პუნქტთან გადაიღო.

ჯერ კიდევ სექტემბერში 42 წლის დოროხოვი, მის პროფილზე გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, იზიუმში რუსეთის დაჯგუფების რიგებში იბრძოდა. 10 ოქტომბერს, მან სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ გამოაქვეყნა განცხადება „ვაგნერის ჯგუფში“ მძღოლების მიღების შესახებ, მაგრამ თავად დორხოვის „ვაგნერთან“ კავშირზე სოციალური ქსელები არაფერს ამბობენ,

რადიო თავისუფლებამ დოროხოვს ასევე დაუსვა შეკითხვა ბრიანსკის ოლქიდან მობილიზებულთა ამბოხის შესახებ, რაზეც მან დაწერა, რომ არავითარი მსგავსი სოლოტის პოლიგონზე არ მომხდარა და „როშვა“ უწოდა ხმებს, თითქოს უკრაინაში ფრონტის ხაზზე გაგზავნილი 200 ჯარისკაციდან ცოცხალი მხოლოდ ერთი გადარჩენილიყოს.

სოლოტის პოლიგონიდან სოციალურ ქსელებში ფოტოებს აქტიურად აქვეყნებს ტამბოვის ოლქელი 34 წლის ალექსეი ესიპოვი, საიდანაც ირკვევა, რომ ბრიანსკის ოლქელი „მეამბოხეებისგან“ განსხვავებით, მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა სამთვიანი კონტრაქტი. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მის ფოტოებზე ჩანს პოლიგონზე თავშეყრილი სამხედრო ტექნიკა და სხვა „მობიკები“.

პირველ ოქტომბერს ალექსეი ესიპოვი „ვკონტაქტეში“ 18 წუთიან პირდაპირ ჩართვაში, თავის ბენზინმზიდში მჯდომი სხვა ყველაფერთან ერთად იმაზეც ჩივის, რომ სამხედრო ნაწილში არ იშოვება არაყი, ხოლო სამხედრო ავტოინსპექცია ფხიზლად აკონტროლებს მძღოლებს.

"არაყი რომ ყოფილიყო, აქ ყველაფერი დიდებულად იქნებოდა. მაგრამ ჯერჯერობით არაფერი აქ არ არის - არც არაყი და არც არაფერი. რუსეთის ფოსტით გამოგზავნი? არა, არ ვენდობი რუსეთის ფოსტას, ისინი მას გზაში დალევენ და მერე არაფერი შემხვდება“, - მიმარათვს პირდაპირი ჩართვის დროს, სავარაუდოდ თავის შეყვარებულს, ალექსეი ესიპოვი.

რუსი მობილიზებული მოქალაქეების განლაგების კიდევ ერთ სავარაუდო პუნქტს წარმოადგენს ბელგოროდის ოლქში მდებარე სოფელი ნიკიტოვკა. იგი სულ რაღაც 12 კილომეტრით არის დაშორებული სოფელი ლივენკადან. სწორედ იქაა გადაღებული გასულ კვირაში წვევამდელების ის ვიდეო, რომელშიც ისინი ასევე ჩივიან სამხედრო ნაწილში ცუდი ყოფითი პირობებისა და სამხედრო მომზადების არ არსებობის შესახებ. მატარებლის გვერდით გადაღებული ვიდეო რადიო თავისუფლებამ სოციალურ ქსელში აღმოაჩინა


კადრები ბელგოროდის მახლობლად გადაიღო მოსკოველმა სერგეი სურკოვმა, რომელსაც დაახლოებით ერთი კვირის წინ ასევე ჰქონდა გადაღებული ვიდეო ჯარში არსებული პრობლემების შესახებ.

მობილიზებულთა რიგებში ჩანს კერძო სამხედრო კომპანიის, Wagner-ის სიმბოლიკის მქონე მამაკაცი. Wagner-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სპონსორია ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. ბოლო დროს პრიგოჟინი საჯაროდ და მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს - სავარაუდოდ, კრემლის თანხმობით.

თადარიგის რუსი სამხედროები, რომლებიც შეკრებებზე ჩავიდნენ მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა „ნაწილობრივი მობილიზაცია,“ სულ უფრო ხშირად ჩივიან პირობების და საბრძოლო მოქმედებისთვის საჭირო აღჭურვილობის არქონის გამო.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ბევრ მობილიზებულს უწევს ყაზარმებში უსაწოლოდ ძილი, არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო კვებით და არ გაუვლიათ სამედიცინო შემოწმება. ასეთი შემთხვევების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია ომსკის, ვოლგოგრადის, კიროვის, სვერდლოვსკის და სახალინის ოლქებიდან, ასევე ჩუვაშეთიდან და მოსკოვის ოლქიდან.

არაერთი მტკიცებულება მოწმობს, რომ მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული წვევამდელები უკვე მონაწილეობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში. ორშაბათს, უკრაინის ტელეგრამის არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო რამდენიმე მობილიზებულისა, რომლებიც ტყვედ აიყვანეს. სამხედრო უწყების მიღების მომენტიდან მისი ტყვედ ჩავარდნამდე, როგორც თავად რუსი პატიმარი ამბობს, 12 დღე გავიდა.


სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლის დროს დაიღუპა ევგენი ბიზიაევი, რომელიც 28 სექტემბერს სვერდლოვსკის რაიონის ქალაქ კრასნოტურინსკიდან იყო მობილიზებული. მობილიზებიდან რამდენიმე დღის შემდეგ იგი გაგზავნეს უკრაინაში საბრძოლველად. ევგენი ბიზიაევს სამი წლის ქალიშვილი ჰყავს. ჯარისკაცის დედას, რომელმაც შვილის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელებში წაიკითხა, გარდაცვალების დასადასტურებლად თავად მოუწია ადგილობრივ სამხედრო კომისარიატთან დაკავშირება. დაღუპულის ცხედარი ჯერ არ მიუსვენებიათ კრასნოტურინსკში, ხოლო სამხედრო აღრიცხვის ოფისში ჟურნალისტებს ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს აძლევდნენ: ერთ-ერთი ვერსიით, ბიზიაევი მხოლოდ დაჭრილია.

საერთო ჯამში, დადასტურებულად ცნობილია რუსეთში "ნაწილობრივი" მობილიზაციის დაწყებიდან სამხედრო სამსახურში გამოძახებული 17 რეზერვისტის გარდაიცვალების შესახებ. ზოგიერთი მათგანის გარდაცვალების მიზეზი უცნობია, სულ მცირე სამმა ადამიანმა თავი მოიკლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG