Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ყველა ფიქრობს, მე არ შემეხება, ომი სადღაც აფხაზეთსა და ოსეთშია - ეს ქართველების პრობლემაა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი. 27 ოქტომბერი, 2022 წელი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი. 27 ოქტომბერი, 2022 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 ოქტომბრის ვიდეომიმართვაში რუსეთის აგრესია ნაციზმს შეადარა. მისი თქმით, ნაციზმი ახალი ნიღბით მოდის, იმ მომენტში, როცა მსოფლიოსთვის შეუმჩნეველი რჩება.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიუხედავად თანხმობისა, ხშირად დუმილით ხვდებიან ომს და მიაჩნიათ, რომ ეს მათ არ შეეხება. ასეთებს შორის ზელენსკიმ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში წლების განმავლობაში არსებული კონფლიქტები დაასახელა.

“ბოროტება, რომელიც თითქოს საბოლოოდ დამარცხდა 1945 წელს, 80 წლის შემდეგ ფერფლიდან იბადება. ფეხზე დგება, შესაძლებელი ხდება. როგორ მოხდა ეს? შეუმჩნევლად. და ძალიან სწრაფად. როგორც ერთი დღე ცვლის მეორეს. მომენტალურად. ახალი დღე და ახალი ბოროტება მყისიერად დგება. იმ წამში, როცა სამყარო ვერ ამჩნევს. ვიღაცას სძინავს, ვიღაც ღრმა ძილშია. ზოგი ყურადღებას არ აქცევს, ზოგს არ აინტერესებს და ზოგადად, ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: მე არ შემეხება. ომი სადღაც შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში - ეს მოლდოველების პრობლემაა. სადღაც აფხაზეთსა და ოსეთშია - ეს ქართველების პრობლემაა, სადღაც ყირიმსა და დონბასშია - ეს უკრაინელების პრობლემაა. ჩვენ აგვივლის გვერდს, ჩვენთან არ მოფრინდება, ჩვენთან არ მოვლენ. სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას საზრუნავი ხდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები საშინელ რეალობად იქცევა. მეზობელი ხდება აგრესორი. აგრესორი ხდება ტერორისტი. ნაციზმი კი - მისაბაძი მაგალითი. ის შეიძლება, მოვიდეს ახალი ნიღბით, ახალი ლოზუნგებით, თუმცა იმავე მიზნით", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი სიტყვებით, "აგრესორი აგრძელებს ტერორს". ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 4 500 სარაკეტო დარტყმა განახორციელა და 8 000 ავიაიერიში მიიტანა.

"ორ დღეში 30-ზე მეტი დრონი გამოუშვეს. ჩვენმა ცის დამცველებმა 23 Shahed-ი გაანადგურეს. გარდა ამისა, ჯართად გადაიქცა X-59 ტიპის მართვადი რაკეტა, K-52 ტიპის ორი ვერტმფრენი და კიდევ ერთი Su-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

XS
SM
MD
LG