Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული სარდლობის ცნობით, რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტის ნაწილი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რუსული რაკეტის ნაწილი

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რამდენიმე ტალღად მიიტანა სარაკეტო იერიში.

სარდლობის ინფორმაციით, 07:00 საათიდან რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა(Ту-95/Ту-160) კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან და როსტოვის ოლქის ვოლგოდონსკის რაიონიდან ისროლეს 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა(Х-101/Х-555), საიდანაც 44 გაანადგურეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.

დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვიცკის და სხვა ოლქების ენერგოობიექტებზე. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მასირებული დარტყმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

XS
SM
MD
LG