სამხედრო იერიშების საფრთხის გამო შაბათს უკრაინის ყველა რეგიონში გამოცხადდა საჰაერო განგაში.
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, წუხელ ოლქი დაიბომბა.
მისი თქმით, ყველაზე მძიმე დარტყმები მიაყენეს ნიკოპოლს, რომელსაც 40-მდე ჭურვი ესროლეს.
„დაზიანებულია ერთ-ნახევარი ათეული მრავალსართულიანი კერძო სახლები, სამეურნეო შენობები და გაზსადენი,“ დაწერა რეზნიჩენკომ „ტელეგრამში“.
როგორც BBC იუწყება, ღამით რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის თანახმად, დაზიანებულია რამდენიმე საწარმო.
„დღეს ნაშუაღამევს მტერმა S-300 რაკეტებით მოიტანა იერიში. დარტყმების შედეგად დაზიანებულია სამი საწარმოს შენობები და ავტომობილები. საბედნიეროდ, ადამიანები უვნებელი დარჩნენ,“ დაწერა სტარუხმა „ტელეგრამში“.
დაწერეთ კომენტარი