Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკ ზაკერბერგი Meta-ს 11 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს


კომპანია მეტა, რომელიც ამ დროისთვის ფეისბუკს, ინსტაგრამს და ვოთსაფს ფლობს, დასაქმებულთა 13%-ით შემცირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ვებ-საიტზე 9 ნოემბერს გამოქვეყნდა მისი დამფუძნებლის, მარკ ზაკერბერგის განცხადება, რომელშიც ის ამ რთული გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს, რომელთაგან ერთ-ერთი პანდემიის დასაწყისში ციფრულ პროდუქტებზე გაჩენილი გადაჭარბებული მოლოდინები და კომპანიის მიერ განხორციელებული გაუმართლებლად დიდი ინვესტიციაა.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ კომპანია მომავალ წელს გაცილებით ცოტა ახალ თანამშრომელს აიყვანს, მათ კი, ვინც კომპანიაში რჩება, მეტი ეფექტურობისთვის რესტრუქტურიზაციის პროცესის გავლა მოუწევთ. ისინი კი, ვინც კომპანიას დატოვებენ, გარკვეული დროის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნებიან დაზღვევით, კარიერის განვითარებისთვის განკუთვნილი სერვისებით, საიმიგრაციო დახმარებით და მიიღებენ ფულად კომპენსაციასაც.

"ვინც რჩება, ვიცი, რომ მათთვისაც რთული დრო დგება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გვიწევს დავემშვიდობოთ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ვმუშაობდით, იმიტომაც რომ ბევრი თქვენგანი ამ გადაწყვეტილების გამო თავს დაუცველად იგრძნობს გაურკვეველი მომავლის გამო. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება უკეთესი მომავლისთვის მივიღეთ", - წერს ზაკერბერგი. მისი გადაწყვეტილებით კომპანიას მომდევნო დღეებში 11 000 თანამშრომელი დატოვებს.

2022 წლის სექტემბერში მეტას 87 ათასი თანამშრომელი ჰყავდა.

XS
SM
MD
LG