Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა ირანის მთავრობის ქმედება გააკრიტიკა და თეირანისთვის მეტ სანქციებს ითხოვს


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ბერლინი, 25 ოქტომბერი. 2022 წელი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ბერლინი, 25 ოქტომბერი. 2022 წელი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, მკაცრად გააკრიტიკა ირანის მთავრობა, საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის გამო და მხარი დაუჭირა ევროკავშირის ახალ სანქციებს ისლამური რესპუბლიკის მიმართ. "ჩვენი სურვილია, გავაგრძელოთ ზეწოლის გაძლიერება [ისლამური] რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე", განაცხადა შოლცმა 12 ნოემბერს ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მოსალოდნელია, რომ ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც 14 ნოემბერს შეიკრიბებიან, დამატებითი სანქციების შემოღებაზე შეთანხმდნენ.

"300-ზე მეტი ადამიანია მოკლული, ათობით სასიკვდილო განაჩენი და 14 000-ზე მეტი დაპატიმრებული. და ეს ახლა, ჯერჯერობით. ისინი, ვინც ირანში ჩაგვრის წინააღმდეგ გამოდიან, საფრთხეს უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს და ხშირად მათი საყვარელი ადამიანების სიცოცხლესაც - და წამება და ათწლეულობით პატიმრობა ემუქრებათ“.

ირანში სექტემბრის შემდეგ არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლებიც მოჰყვა 22 წლის ქალის სიკვდილს მას მერე, რაც ის მორალის პოლიციამ თავსაფრის არასწორად ტარების გამო დააკავა.

XS
SM
MD
LG