Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 ადამიანი დაიღუპა სახალინზე ხუთსართულიან კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად


სახალი, სოფელი ტიმოვსკოე
სახალი, სოფელი ტიმოვსკოე

19 ნოემბერს, რუსეთის კუნძულ სახალინზე მდებარე სოფელ ტიმოვსკოეში, ხუთსართულიან სახლში გაზის აფეთქება მოხდა, რასაც ადგილობრივი მედიის ცნობით, 9 ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა შორის 8, 10 და 12 წლის ოთხი ბავშვი. მომხდარ ტრაგედიას სახალინის რეგიონის გუბერნატორი, ვალერი ლიმარენკოც, ადასტურებს.

წინასწარი ინფორმაციით, სახლში 20-ლიტრიანი გაზის ბალონი აფეთქდა, რომელიც ერთ-ერთმა მცხოვრებმა სამზარეულოსთვის გამოიყენა. ვინაიდან საცხოვრებელი სახლი გაზიფიცირებული არ არის, მობინადრეები დღემდე გაზის ბალონებით სარგებლობენ.

აფეთქების დროს საცხოვრებელ სახლში 33 ადამიანი იმყოფებოდა. გუბერნატორის თქმით 23 ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს. მაგრამ ნანგრევების გაწმენდა ჯერჯერობით არ დასრულებულა.

ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახებს ფულად კომპენსაციას დაჰპირდა.

XS
SM
MD
LG