Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა


დიდი ბრიტანეთის პრემიერის, რიში სუნაკისა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კიევში, 19 ნოემბერი, 2022 წ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერის, რიში სუნაკისა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კიევში, 19 ნოემბერი, 2022 წ.

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

BBC-ის ცნობით, რიში სუნაკი უკრაინას 50 მილიონი ფუნტის თავდაცვით დახმარებას შეჰპირდა, ზელენსკისთან შეხვედრის დროს მან თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას ახალი საჰაერო თავდაცვითი პაკეტით უზრუნველყოფს.

სუნაკმა, ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო გაზრდის უკრაინის შეიარაღებულ ძალების საწვრთნელ შეთვაზებას, გაგზავნის ექსპერტ სამხედრო მედიკოსებსა და ინჟინრებს სპეციალიზებული მხარდაჭერისთვის.

"ომის პირველი დღეებიდან უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს ძლიერი პარტნიორობა აკავშირებს. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და მივაღწევთ სასურველ შედეგს", - წერს ზელენსკი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

შეხვედრის ამსახველ კადრებს ავრცელებს ბრიტანეთის პრემიერიც. იგი ტვიტერის გვერდზე წერს:

"ბრიტანეთმა იცის, რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ თქვენთან ვართ".

42 წლის რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა 25 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც მეფე ჩარლზ მესამემ დაავალა მთავრობის ფორმირება. ერთი დღით ადრე, სუნაკი აირჩიეს მმართველი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარედ.

დიდი ბრიტანეთის წინა პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი არჩევიდან თვე-ნახევარში გადადგა მას შემდეგ, რაც მისი ეკონომიკური პოლიტიკა სერიოზულ წინააღმდეგობებს წააწყდა.

XS
SM
MD
LG