Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპული საქართველო საქართველოს ეკლესიას მოუწოდებს გაწყვიტოს კავშირი რუსეთის საპატრიარქოსთან


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად; მოსკოვი, 2011 წლის 20 ნოემბერი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად; მოსკოვი, 2011 წლის 20 ნოემბერი

"ევროპული საქართველო" საპატრიარქოს მოუწოდებს გაწყვიტოს ნებისმიერი სახის საჯარო და კერძო კავშირი ან კომუნიკაცია რუსეთის სახელმწიფოსა და მის კონტროლირებად ყველა ორგანიზაციასთან, მოსკოვის საპატრიარქოს ჩათვლით.

პარტია გმობს საქართველოს საპატრიარქოსა და ცალკეულ მღვდელმთავართა კოლაბორაციონისტულ განცხადებებსა და საქმიანობას, რომელიც მიმართულია რუსეთის სახელმწიფოს ქმედებათა გამართლებისკენ და დანაშაულთა ნიველირებისკენ.

განცხადებაში, რომელიც პარტიამ დღეს, 23 ნოემბერს გაავრცელა, ნათქვამია, რომ აღიარებენ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნისა და ურთიერთჩაურევლობის პრინციპებს, რომლებიც დღეს სრულად მოშლილი და დარღვეულია და ამავე დროს, მიიჩნევენ, რომ "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და წარმოადგენს პუტინის რეჟიმის ინსტრუმენტს ქართული სახელმწიფოებრიობის და მსოფლიოში თავისუფლების წინააღმდეგ და მასთან ნებისმიერ თანამშრომლობა არის მორალურად სრულად გაუმართლებელი."

განცხადების ფონია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მიერ რუსეთის პატრიარქისადმი გაგზავნილი მილოცვის წერილი, რომელიც დღეს გამოაქვეყნა მოსკოვის საპატრიარქომ. ილია მეორემ პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა.

რუსეთის პატრიარქს უკრაინისა და დასავლეთის ზოგიერთი პოლიტიკოსი ბრალს სდებს ომის მხარდაჭერაში. ის დიდი ბრიტანეთის მიერ შეყვანილია რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ადრესატთა სიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG