Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსი


CSTO-ის წევრი ქვეყნების ლიდერები. ერევანი, 23 ნოემბერი, 2022 წელი
CSTO-ის წევრი ქვეყნების ლიდერები. ერევანი, 23 ნოემბერი, 2022 წელი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) იმისთვის, რომ მან უარი თქვა სომხეთის მხარდაჭერაზე "აზერბაიჯანის აგრესიის" პირისპირ.

23 ნოემბერს ერევანში გამართულ CSTO-ის სამიტზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ "დამთრგუნველია, რომ CSTO-ში სომხეთის წევრობამ ვერ შეაკავა აზერბაიჯანის აგრესია". მისი თქმით, ამან ორგანიზაციის იმიჯს დიდი ზიანი მიაყენა როგორც სომხეთში, ისე საზღვარგარეთ.

სომხეთმა სამხედრო დახმარება ითხოვა სექტემბერში, მას მერე, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სისხლიანი შეტაკებები მოხდა, თუმცა CSTO-მ ამას უპასუხა მხოლოდ თავისი გენერალური მდივნის გაგზავნით კონფლიქტის ზონაში და წინადადებით, რომ ვითარების გასაანალიზებლად შექმნიდა სამუშაო ჯგუფს.

2002 წლის ოქტომბერში ფორმირებულ CSTO-ში ექვსი ქვეყანა შედის: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG