Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის, ლიეტუვის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ, უკრაინის მხარდასაჭერად


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების, ლიეტუვის, პოლონეთის და ბელგიის პრემიერ-მინისტრები, ინგრიდა შიმონიტე, მატეუშ მორავეცკი და ალექსანდრ დე კრო 26 ნოემბერს კიევში ჩავიდნენ და კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა უკრაინას, იქ შეჭრილ რუსეთის ძალებთან მის ბრძოლაში.

პრემიერ-მინისტრები მონაწილეობას მიიღებენ სამიტში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მასპინძლობს და რომელზეც უნდა განიხილონ "უკრაინის მარცვლეულის ინიციატივის" განხორციელების გზები.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზაობა გააგრძელონ ძალისხმევა საიმისოდ, რომ 2023 წელს უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის რეგულარული და სტრუქტურირებული საბიუჯეტო მხარდაჭერა უკრაინისთვის, და კიდევ უფრო გრძელვადიანი მონაწილეობა რუსეთის შეჭრის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და რეკონსტრუქციაში.

XS
SM
MD
LG