Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ძალებმა მოიგერიეს რუსეთის რამდენიმე შეტევა, მოსკოვი განაგრძობს დარტყმებს ენერგეტიკის სამიზნეებზე


სამხედრო ექიმები ეხმარებიან დაჭრილ სამხედროს აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტში
სამხედრო ექიმები ეხმარებიან დაჭრილ სამხედროს აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტში

უკრაინის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთში მოიგერიეს რუსეთის არმიის რამდენიმე შეტევა, ცენტრალურ და სამხრეთ უკრაინაში მოსკოვი განაგრძობს თავდასხმებს სამოქალაქო დასახლებებზე და მიზანში იღებს ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას, იუწყება უკრაინის არმია 30 ნოემბერს. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშეა დარჩენილი ზამთრის წინ.

აღმოსავლეთში, დონეცკის რეგიონში ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში განხორციელებულ დაბომბვას, წერს რეგიონის გუბერნატორი პავლო კირილენკო ტელეგრამით 30 ნოემბერს.

ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთის რაკეტები მოხვდა გაზის დისტრიბუციის ობიექტს, აღნიშნავს რეგიონის გუბერნატორი ოლექსანდრ სტარუხი.

უკრაინის გენერალური შტაბი 30 ნოემბერს აცხადებს, რომ მისმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მოიგერიეს რუსეთის ექვსი შეტევა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. უკრაინის არმიის ცნობით, რუსეთის ძალები განაგრძობენ თავდასხმებს ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებით, ტანკების და საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით.

ოქტომბრის შემდეგ რუსეთმა მრავალი შეტევა განახორციელა უკრაინის ელექტროენერგიის და გათბობის ინფრასტრუქტურაზე, რასაც კიევი და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ სამოქალაქო პირებისთვის ზიანის მიყენების გამიზნულ აქტად, რაც ომის დანაშაულს უტოლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG