Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ ტყვეობიდან გათავისუფლდა კიდევ 50 სამშობლოს დამცველი


ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი
ერმაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის თანახმად, 1 დეკემბერს უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მორიგი ფართომასშტაბიანი გაცვლა მოხდა.

"გათავისუფლდა უკრაინის 50 დამცველი. ჩვენ ვიბრუნებთ მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველებს, ვიბრუნებთ ოლენოვკაში მყოფ დაჭრილ პატიმრებს, რომლებიც, კერძოდ, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით გამართულ ბრძოლებში დაიჭრნენ", - წერს ერმაკი ტელეგრამის არხში და დასძენს, რომ ეს არის "დიდი სამუშაო, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება."

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამართული მოლაპარაკების პროცესის შედეგად, 50 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა."

უკრაინა და რუსეთი რეგულარულად ცვლიან თანაბარი რაოდენობის სამხედრო ტყვეებს. მანამდე, 24 ნოემბერს, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 50 უკრაინელი ჯარისკაცი დააბრუნა. ამდენივე რუსი ტყვე გაათავისუფლა უკრაინის მხარემაც.

XS
SM
MD
LG